პროექტის თემა: მოზარდი და აგრესია
1პროექტის მოკლე აღწერა:
ბავშვის ასაკობრივი თავისებურებით გამოწვეული პრობლემები
2.პროექტის სრული აღწერა: ასაკობრივი თავისებურებით გამოწვეული პრობლემები თითქმის ყველა სკოლასა და მასწავლებელს აერთიანებს.სკოლის ცხოვრებაში ეს ერთ–ერთი მტკივნეული საკითხია. მოსწავლეთა გარკვეული ქმედებები ხშირად მათი ასაკითაა გამოწვეული, არასწორად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა კი შეიძლება მოსწავლის , როგორც პიროვნების განვითარება სხვა მიმართულებით წაიყვანოს. თუ ბავშვს არ შევუქმნით საინტერესო გარემოს, მას ყველაფერში შევზღუდავთ, არ მივცემთ თავისი თავის რეალიზაციის უფლებას , არ დავუდგებით გვერდით, არ დავეხმარებით როცა მას სჭირდება, არ მივცემთ თვითდამკვიდრების საშუალებას, ეს ყველაფერი გამოიწვევს უდიდეს აგრესიას. აუცილებელია ვიმოქმედოთ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე და ვიყოთ ბავშვის მიმართ ობიექტურნი. ამისათვის საჭიროა დიდი ძალისხმევა როგორც მასწავლებლის, ასევე მშობლის და მერე მთელი სსაზოგადოების.
სასურველია ისინი ძალიან ხშირად გადავახედოთ წარსულში,ვესაუბროთ ისტორიიდან გამოჩენილი გმირების ცხოვრებაზე. მოვიყვანოთ ცოტნე დადიანის მაგალითი...
იაკობ გოგებაშვილის ყველა მოთხრობა სიკეთეზე, სიყვარულზე და პატივისცემაზეა აგებული. აუცილებელია კავშირი რელიგიასთან. ასევე კარგი იქნება მოზარდს ისეთი პიროვნება გავუხადოთმისაბაძად, რომელსაც ისეთი თვისებები ექნება, რაც მას მოსწონს.
3.მოსწავლეთა ასაკი: დაწყებითი კლასები.
4.პროექტის ხანგრძლივობა: სამი თვე .
5.პროექტის შესაძლო აქტივობები: საუბრები;თანამშრომლობა მშობლებთან,ფსიქოლოგთან,დირექციასთან,უფროსი კლასის მოსწავლეებთან, თემთან. მიზნობრივი ექსკურსია.
6.მოსალოდნელი შედეგი:ბავშვებს შეეძლებათ საკუთარი თავის რეალიზება და თვითდამკვიდრება, ენერგიის სწორად ხარჯვა, აზრობრივად ყველაფრის გაგება. შეეძლებათ მეგობრის დახმარება, უფროსის პატივისცემა, მშობლის და საზოგადოების სიყვარული.
7.სასარგებლო სხვებისათვის: ყველა დადებითი თვისება, რაც მოზარდს ჩამოუყალიბდება სასარგებლოა სხვებისათვის.
8.სამუშაააო ენა: ქართული.
9.სხვა მონაწილეები: სკოლის ფსიქოლოგი, სოფლის გამგებელი: ნ.ნადირაშვილი, მე–12 კლასის მოსწავლეები:მ.მაზიაშვილი, ნ. მაზიაშვილი, რ.ნადირაშვილი.
10.საგნებთან კავშირი:ქართული, ისტორია, რელიგია, ხელოვნება.
11.პროექტის ფასილიტატორი: ქ.ძმანაშვილი
12.პროექტის ავტორის ელ–ფოსტა: q.dzmanashvili@gmail.com
понедельник, 19 апреля 2010 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий